მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე დამტკიცდება.
„შეხვედრაზე განვიხილეთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის 2019 -2020 წლის სამოქმედო გეგმის შეფასების დოკუმენტი და ასევე, დავგეგმეთ სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე შემუშავდეს და დამტკიცდეს. ამისთვის, თითოეულ კომიტეტთან ცალ-ცალკე გვექნება შეხვედრა. შეხვედრების შემდეგ შემუშავდება სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, რომელიც დეკემბრის მეორე ნახევარში წარედგინება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დასამტკიცებლად“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.