logo_geo
eng_logo
პარლამენტი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობისა და მონიტორინგის საკითხებზე მუშაობს
- +

9 ნოემბერი. 2021. 15:42

 

 

მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე დამტკიცდება.

 

„შეხვედრაზე განვიხილეთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის 2019 -2020 წლის სამოქმედო გეგმის  შეფასების დოკუმენტი  და ასევე, დავგეგმეთ სამომავლო ნაბიჯები იმისთვის, რომ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე შემუშავდეს და დამტკიცდეს. ამისთვის, თითოეულ კომიტეტთან ცალ-ცალკე გვექნება შეხვედრა. შეხვედრების შემდეგ შემუშავდება სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, რომელიც დეკემბრის მეორე ნახევარში წარედგინება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დასამტკიცებლად“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner