logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: უკრაინაში წლები ვმუშაობდი და ბევრი მეგობარი, ნაცნობი შევიძინე იქ...
- +

9 ნოემბერი. 2021. 15:48

 

 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„უკრაინაში წლები ვმუშაობდი და ბევრი მეგობარი, ნაცნობი შევიძინე იქ, მათ შორის ზოგი დღევანდელ მთავრობაშიც არის. ცხადია, მეკითხებიან მიხოს ამბებს. მეც ვკითხე ერთს, მართლა გინდათ მისი დაბრუნება თქო. იმან კიდევ ო'გენრის "წითელკანიანთა ბელადი" გაიხსენა: ოჯახიდან ბიჭს მოიტაცებენ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით. ჰოდა ეს ბავშვი იმისთანა გავარდნილი იყო, რომ გაამწარა გამტაცებლები და ამათაც გადაწყვიტეს გამოსასყიდის გარეშე დაებრუნებინათ. ოჯახმა ხომ იცოდა თავისი ჯეელის „გავარდნილობის" ამბავი და დავიბრუნებთ თუ ფულს გადაიხდითო - შეუთვალეს გამტაცებლებს. P.S. ბოლოს ოჯახი ეთანხმება 250 დოლარის სანაცვლოდ დაბრუნებაზე, მხოლოდ ღამით მოიყვანეთ, რომ მეზობლებმა არ დაინახონ რომ აბრუნებთ, თორემ ვერ გაასწრებთო“, - წერს ირაკლი გოგავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner