logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მიშიზმით შეპყრობილი ძალაა, რომელიც ახალ მსხვერპლს ეძებს, თან უკვე საკუთარ გუნდში, პარტიის რიგებში - გულწრფელად ვთხოვ ელენე ხოშტარიას შეწყვიტოს შიმშილობა
- +

9 ნოემბერი. 2021. 16:51

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობა" მათი პოლიტიკისთვის ყველაფერზე წამსვლელი ძალაა და ოთხი შვილის დედის გაწირვა მათი ბინძური პოლიტიკისთვის ალბათ „მაკურნებელია“, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

 

ის ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია და პარტიაში მისი ყოველი წევრი, მიშიზმითაა შეპყრობილი. მიშიზმი არის სენი მკვეთრად გამოხატული რადიკალიზმითა და დესტრუქციით. ხელისუფლებაში ყოფნის 9 წელი სისხლში იდგა - გაუპატიურებული კაცებით, ქუჩაში ჩაცხრილული ბიჭებით, ბიზნესრეკეტით, ქონების ჩამორთმევით. ოპოზიციაში ყოფნის 8 წელი ქვეყნის გადატრიალების მუდმივი მცდელობით, საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის სასიკეთო არცერთი ინიციატივით, ქუჩა - ქუჩა სირბილით, ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებით და მუდმივად მსხვერპლის ძიებით გრძელდება. ელენე ხოშტარია მათი პოტენციური მსხვერპლია, თან ისე რომ ეს თავადაც არ იცის. რა, აქამდე არ უწამებიათ? რა, აქამდე არ მოუკლავთ? რა, აქამდე არ უძებნიათ გვამი პოლიტიკური ნიშნით გარდაცვლილის? „ნაციონალური მოძრაობა" მიშიზმით შეპყრობილი ძალაა, რომელიც ახალ მსხვერპლს ეძებს, თან უკვე საკუთარ გუნდში, პარტიის რიგებში. გულწრფელად ვთხოვ ელენე ხოშტარიას შეწყვიტოს შიმშილობა. შიმშილობის საფუძველი არ არსებობს და არ მინდა ის და მისი სიცოცხლე მიშას დავალებით გამოიყენონ და უბრალოდ „გააქრონ". „ნაციონალური მოძრაობა" მათი პოლიტიკისთვის ყველაფერზე წამსვლელი ძალაა და ოთხი შვილის დედის გაწირვა მათი ბინძური პოლიტიკისთვის ალბათ „მაკურნებელია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner