logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: მარტო ჩვენთან არაა მასობრივი ფსიქოზი
- +

9 ნოემბერი. 2021. 17:36

 

 

პოლიტოლოგი და ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მსოფლიო გაგიჟდა.

 

აშშ-ს პრეზიდენტმა გლაზგოს კლიმატის სამიტზე, რომელიც მეთანისა და კარბონის გაზების ემისიის შემცირების საკითხს ეძღვნებოდა, ისე  ხანგრძლივად და ხმაურით  განახორციელა საკუთარი წარმოების გაზების ემისია, რომ ამისი იგნორირება შეუძლებელი გახდა, როგორც აღნიშნა მედიამ და თავისი საოცარი გამოხტომებით ცნობილმა კამალა ჰარისმა, რომელიც გამუდმებით ლაპარაკობდა ამ ამბავზე ყველასთან.

 

ბაიდენის კუჭნაწლავის  პრობლემები ამით არ შემოიფარგლა-რომის პაპთან შეხვედრა პროტოკოლურზე გაცილების მეტხანს გაგრძელდა აბაზანის შემთხვევის( bathroom accident) გამო.

 

ჯერ -ჯერობით არ ვიცით, რამდენად მძიმე იყო აბაზანის ინციდენტი, შეიძლება ვუთანაგრძნოთ კიდევაც მოხუც ჯოს, მაგრამ აბაზანა და ჯო სულ სხვა გრძნობებს იწვევენ მისი ქალიშვილის სკანდალური  დღიურების კითხვისას.

 

კერძოდ, ბაიდენის ქალიშვილი ეშლი ბლეიზერ ბაიდენი, მაგალითად,  იხსენებს, რომ მამა მას ბანდა და ეს არ იყო უბრალოდ  უმანკო დაბანა, არამედ ,,მანკიერი შხაპი“.

 

დღიურების ავთენტურობა აღიარებულია.

 

ამ დღიურებმა ბაიდენის ვაჟის, ჰანტერის საქმენი საგმირონიაც კი დაჩრდილა.

 

საკვირველია, რომ ეს კაცი და მისი საოცარი ვიცე-კამალა კვლავ ინარჩუნებენ პოსტებს და ამერიკელების რაღაც ნაწილი( 38%) მას ჯერ კიდევ  მხარს უჭერს.

 

ასე, რომ მარტო ჩვენთან არაა მასობრივი ფსიქოზი.

 

ეს ნამდვილად სანუგეშოა.

 

აბა, როგორი  გადასატანი იქნებოდა, მარტო რომ გავგიჟებულიყავით?

 

შიმშილობს თუ არა სააკაშვილი, თუ იგი ჭამს? ან არის თუ არა ხბოს პაშტეტი საკვები? არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელი და დემეტრე თავდადებული?

 

მიშისტი მიტროპოლიტები ხომ საერთოდ ასტრალია, განსაკუთრებით ნიკოლოზი, სახიერი, თვინიერი და ყოველთა ხორციელთა ვნებათა დამთრგუნველი, მსგავსი ანგელოზთა ცისათა.

 

ეს საკითხები არის მთავარი აკვიატება ამ ფსიქოზში, ვიდრე სრული სურეალიზმი ,,მწვანე პასპორტების''  სახით, რომელიც უცხოელი და ჩვენი მმართველების მართლაც მწვანე და მკვახე ტვინებში მოიხარშა.

 

მოკლედ, ბაიდენის კუჭნაწლავის აშლილობა ჩვენი ცივილიზაციის მენტალური და სულიერი ფაღარათის სიმბოლოა.

 

არაფერი ხდება შემთხვევით, როგორც ცნობილია“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner