logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: ცხედარიც კი სანატრელი გაუხადეს დედას იმ რეჟიმის ჯალათებმა, რომლის შემოქმედი და მისი მომხრეები...
- +

9 ნოემბერი. 2021. 17:51

 

 

ვეტერანთა დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„7 ნოემბერს დათოს დაბადების დღე იყო... იმ კაცის, რომლის ცხედარიც კი სანატრელი გაუხადეს დედას იმ რეჟიმის ჯალათებმა, რომლის შემოქმედი და მისი მომხრეები იმას აპროტესტებენ, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს "არ აქვს უფლება, თავად აირჩიოს, სად მოიხადოს სასჯელი და რომელ სამოქალაქო საავადმყოფოში იმკურნალოს!

 

დავით ცინდელიანი დაიბადა 1977 წლის 7 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემში.

 

მოკლეს 2008 წლის 16 აგვისტოს...

 

-"თვალები ავუხვიე, ზღვაში გავიყვანე და კეფაში ვესროლე, შემდეგ ფეხებზე ბეტონნარევი ღუზა გამოვაბი და ზღვაში ჩავძირე"-აღიარა  სასამართლოზე აფხაზეთის "კუდის" ყოფილმა უფროსმა- რომან შამათავამ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ რომან შამათავა დათა ახალაიას დავალებას ასრულებდა.

 

დღეს ჭუბერში მისი საფლავი ცარიელია...“ - წერს შორენა სიხარულიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner