„ქუჩის ბიჭების" მომღერალი ზურა ხაჩიძე პოლიტიკაში წავიდა - ის „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბორჯომში. პარტიამ ქუთაისში მხარდამჭერებს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
არჩევნებზე „ალიანსს" ქუთაისში ნინო ონიანი და გია ბახტაძე წარადგენენ. ოზურგეთში კი -შოთა გოგიბერიძე.
„მიხარია, რომ „პატრიოტთა ალიანსმა", ირმა ინაშვილმა და დავით თარხანმოურავმა გამომიცხადეს ნდობა და წარმადგინეს ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად! ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, იმედი მაქვს ჩემი ბორჯომელების!" - წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.