logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ისე გაიკვირვეს ირაკლი კობახიძის განცხადება, გეგონებათ, ცხოვრებაში არც კი გაეფიქრებინოთ მსგავსი სიბოროტეები
- +

9 ნოემბერი. 2021. 17:52

 

 

„ისე გაიკვირვეს ირაკლი კობახიძის განცხადება, გეგონებათ, ცხოვრებაში არც კი გაეფიქრებინოთ მსგავსი სიბოროტეები და გეგონებათ მათ დროს არ იგეგმებოდა და შემდეგ სისრულეში არ მოჰყავდათ წამებები, მკვლელობები, გატაცებები, ზღვაში ჩახრჩობები, აფეთქებები და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენი რამ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე ოპოზიციის გამოხმაურებას.

 

„ისე გაიკვირვეს ირაკლი კობახიძის განცხადება, გეგონებათ, ცხოვრებაში არც კი გაეფიქრებინოთ მსგავსი სიბოროტეები და გეგონებათ მათ დროს არ იგეგმებოდა და შემდეგ სისრულეში არ მოჰყავდათ წამებები, მკვლელობები, გატაცებები, ზღვაში ჩახრჩობები, აფეთქებები და ვინ ჩამოთვლის კიდევ რამდენი რამ..... თუმცაღა რა უნდა გაგვიკვირდეს ამათგან? მეგის ქარდავა, რომ იქნება საპატიმროში და ამ დროს, პატიმართა უფლებების დაცვაზე საუბრობენ ახალაიების დამცველნი, იქ რაიმე ჯანსაღ და ნამუსიან პოლემიკაზე საუბრის შეფასება უფრო წარმომიდგენია ფსიქიატრების პრეროგატივა და არა რომელიმე სხვა სფეროს წარმომადგენელთა!“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner