logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI ) ექსპერტებს შეხვდა
- +

9 ნოემბერი. 2021. 18:59

 

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI ) ექსპერტებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საუბარი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს შეეხებოდა.  ირაკლი ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა კონკრეტულად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მაკონტროლებელ ფუნქციებზე.

 

„ბატონი კენ მაკინტოშის მხრიდანაც აღინიშნა და ჩვენც გავამახვილეთ ყურადღება, რომ პარლამენტის რეგლამენტი საკმაოდ მაღალი სტანდარტით და საუკეთესო  ევროპული გამოცდილებით არის შედგენილი, რაც პარლამენტს საშუალებას აძლევს, რომ ეფექტურად განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი, რომელიც კონსტიტუციით პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა.

 

აღვნიშნეთ ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ერთია კანონის მაღალი ხარისხი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია აღსრულება. მე ჩემი მხრიდან ვთქვი, რომ ამ ტრადიციის შემუშავებას, როგორც საკანონმდებლო ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო გაუმჯობესება სჭირდება. აქ საუბარია იმაზე, რომ დამატებითი მეთოდოლოგია შედგეს - სახელმძღვანელო წიგნის სახით, ერთგვარი გაიდლაინი, რომელიც მოგვეხმარება კანონმდებელსაც და აღმასრულებელსაც, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი უფრო თანმიმდევრულად და ეფექტურად იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner