საინფორმაციო სივრცეში ახალი სააგენტო „გურია თაიმსი“ გამოჩნდა. სააგენტოს ფეისბუკ გვერდის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კანდიდატებთან, ვინც სააგენტოს უხელმძღვანელებს, უახლოეს დღეებში დასრულდება. „გურია თაიმსი“ (Guria Times) საინფორმაციო სააგენტო ხდება და ვებგვერდზე www.guriatimes.ge განთავსდება.
„ახალი თაობის მოხალისე ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან თანამშრომლობაც აქტიურ ეტაპზე გადადის, - დაიწყო აპლიკაციების მიღება კონტრიბუტორების შესარჩევად, ვინც ჩვენი მედიისთვის დამატებით რეპორტაჟებს მოამზადებს. დაინტერესებულმა პირებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ მისამართზე: info@guriatimes.ge გვსურს ჩვენს 7000-ზე მეტ მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ!“, - ნათქვამია სააგენტოს ფეისბუკ გვერდზე.