„რვა წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ იმუქრება, რომ ყველა არჩევნებს მოიგებს და რვა წელია, არჩევნებს სასტიკად აგებს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების კონტროლი პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს, რადგან სწორედ პარლამენტია დიალოგის ადგილი და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ქუჩაში და კიდევ ერთხელ დარჩება წაგებული.
„რვა წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ იმუქრება, რომ ყველა არჩევნებს მოიგებს და რვა წელია, ყველა არჩევნებს სასტიკად აგებს. რვა წელია, ყველა არჩევნებზე ამბობს, რომ ეს არის „ქართული ოცნებისთვის“ დასასრულის დასაწყისი და ისევ იგივე მდგომარეობაში რჩება ხოლმე. რვა წელია, ყოველი არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას ქუჩაში, ახდენს შენობების პიკეტირებას, ბლოკირებას და მათთვის საბოლოო ჯამში, არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ მათი ამომრჩევლის ფულტრაცია ხდება. მათ აქვთ უფლება ქუჩაში დგომის, მათი ადგილი ქუჩაშია. თუ კანონს დაარღვევენ შენობების ბლოკირებით და ა.შ. კანონი გასცემს პასუხს. მათი ადგილია ქუჩაში და არა – ხელისუფლებაში. ხელისუფლების კონტროლი პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს, რადგან სწორედ პარლამენტია დიალოგის ადგილი. ისინი რჩებიან ქუჩაში და კიდევ ერთხელ დარჩებიან წაგებულები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.