logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯების მთავარი მიზეზი ჩამნაცვლებელი პრეპარატების შესახებ მომხმარებლის ნაკლები ინფორმირებულობა და პოპულარულობაა
- +

9 ნოემბერი. 2021. 20:36

 

 

 

„მედიკამენტებზე მაღალი დანახარჯების მთავარი მიზეზი ჩამნაცვლებელი პრეპარატების შესახებ მომხმარებლის ნაკლები ინფორმირებულობა და პოპულარულობაა“, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

 

„მომხმარებელს რეალურად აწუხებს მაღალი დანახარჯები მედიკამენტებზე. მაღალი დანახარჯების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ჩამნაცვლებელი პრეპარატების შესახებ მომხმარებლის ნაკლები ინფორმირებულობა და პოპულარულობა. პაციენტი დანიშნულების მიღებისას ორიენტირდება კონკრეტულ მედიკამენტზე და მათ არ აქვთ ინფორმაცია იმ ჯენერიკულ მედიკამენტებზე, რომლებიც შედარებით დაბალი ღირებულებით გამოირჩევა და მკურნალობისას ფაქტობრივად იგივე შედეგს იძლევა. ამ პრეპარატების არჩევანიც რეალურად არსებობს ბაზარზე. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ეფუძნება ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია, სწორედ არის სარეცეპტო დანიშნულების პოლიტიკის ცვლილება, რომელიც საკმაოდ სისტემური ცვლილებაა. ვფიქრობ, აქ არის სწორედ მნიშვნელოვანი კვანძის გახსნა იმისთვის, რომ რეალურად ჩვენს თანამოქალაქეებს შეუმცირდეთ მედიკამენტებზე დანახარჯები. დღევანდელი სარეცეპტო სისტემა უნდა გახდეს ელექტრონული, რაც მნიშვნელოვანს გახდის კონტროლის მექანიზმებს კონკრეტულად გამოწერილ რეცეპტთან დაკავშირებით და დღეს სარეცეპტო სისტემაში არსებული ერთი კონკრეტული მედიკამენტის ნაცვლად, ძირითად პრეპარატთან ერთად ჩაიწერება სხვა და სხვა ჯენერიკული პრეპარატების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც მკურნალობის თვალსაზრისით პრაქტიკულად იგივე შედეგი ექნება, თუმცა ჩვენ მომხმარებელს ექნება მეტი ინფორმაცია იმისთვის, რომ გააკეთოს არჩევანი მისთვის მისაღები ფასის მქონე პრეპარატზე“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner