logo_geo
eng_logo
საგარეო უწყება: უკრაინის ელჩს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე
- +

9 ნოემბერი. 2021. 23:16

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით,  უკრაინის ელჩს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღინიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს, როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე კოლეგა უწყებების მხრიდან, რაც პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება.

 

შესაბამისად, ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული აღარ წარმოშობს დამატებით შეკითხვებს პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო - უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობა და ხაზი გაესვა კანონმდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების და მართლმსაჯულების სისტემის ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner