„სააკაშვილს აბსოლუტურად განცალკევებული დერეფანი აქვს, გარედან სრულად დაცულია, ვერავინ იქ ვერ შეაღწევს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„პენიტენციური დაწესებულების ვალდებულებაა, ნებისმიერი პატიმარი და მათ შორის პატიმარი სააკაშვილი განათავსოს ისეთ პირობებში, სადაც დაცული იქნება მისი ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება და მისი უფლებები. ჯანმრთელობის დაცვის კუთხით იღებს პასუხისმგებლობას და განათავსა ისეთ კლინიკაში, რომელიც წერია რეკომენდაციაში.
პატიმრების უსაფრთხოების კუთხით აბსოლუტურად განცალკევებული დერეფანი აქვს, გარედან სრულად დაცულია, ვერავინ იქ ვერ შეაღწევს იმიტომ, რომ ციხის შენობაა და დაცულია ბოლომდე. მიხეილ სააკაშვილი რამდენადაც მე ვიცი, საერთოდ სხვა სართულზე იზოლირებულია იმიტომ, რომ სხვა პატიმრების ხმაც კი არ შეუვიდეს არა თუ შეხებაში იყოს სხვასთან.
სამოქალაქო კლინიკაში რომ დაგვეწვინა და მისულიყო ორასკაციანი, მისი გამწარებული ადამიანების ჯგუფი და ეგინებინათ ფანჯრიდან, ესეც ხომ მისი წამება იქნებოდა. ციხის საავადმყოფო დაცულია და იზოლირებულია. შიგნიდანაც კი ისეთი იზოლირებულია, რომ მას ფსიქოლოგიური ტერორის შეგრძნება არ ჰქონდეს”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.