logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: სააკაშვილზე მუდმივი ზეწოლაა ოპოზიციის მხრიდან, რომ მან შიმშილობა არ შეწყვიტოს და პოლიტიკური მუხტი არ დავარდეს
- +

10 ნოემბერი. 2021. 00:19

 

 

 

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა და პატიმრობა, საერთო საზოგადოებრივი მღელვარების მიზეზი ვერ გახდება. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტული სახის იქნება, მაგრამ ეს აქციები იმაზე მეტ შედეგს არ მოიტანს, ვიდრე აქამდე მოჰქონდა.

 

„სააკაშვილი ჯანმრთელი და უვნებელი ხელისუფლებას უფრო აწყობს, ვიდრე ოპოზიციას. ოპოზიცია თავისი ქმედებებით უკვე დიდი ხანია ჩიხშია შესული. მთელი ეს აჟიოტაჟი და პოლიტიკური ტემპერატურის აწევა სააკაშვილზეა დამოკიდებული. არსებობს ასევე შიდაპარტიული დაპირისპირებებიც და ამიტომ ყველაფერი სააკაშვილის გადაწყვეტილებასა და ქმედებაზე ხდება დამოკიდებული.

 

მესამე პრეზიდენტი ორივე პოლიტიკური ძალის, ხელისუფლებისაც და ენმ-ისგანაც მთავარი სამიზნეა, ოღონდ სრულიად განსხვავებული რაკურსით. ღმერთმა დაიფაროს და, თუ სააკაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ხელისუფლებისთვის ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება. ხოლო გარეთ მყოფი სააკაშვილი არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალებს“ არ აწყობთ. ამიტომ სააკაშვილზე მუდმივი ზეწოლაა ოპოზიციის მხრიდან, რომ მან შიმშილობა არ შეწყვიტოს და პოლიტიკური მუხტი არ დავარდეს. თუმცა ასე როდემდე გაგრძელდება რთული წარმოსადგენია. დიდი ალბათობით, ის იძულებული გახდება, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ეს მისგან გასაკვირიც არ იქნება“, -ამბობს ანალიტიკოსი for.ge-სთან.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner