logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: NDI კვლავ „ფორმაშია“!
- +

29 ივლისი. 2016. 18:35


„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ NDI ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა" მთავარ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინოს, რაც მტკნარი სიცრუეა.



„დღეს  NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა, კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ შესაძლებელია, მხოლოდ ერთი რამ ითქვას, NDI კვლავ ფორმაშია"! როგორც უწინ, ახლაც მათი მთავარი მიზანია, ნაციონალური მოძრაობა" წარმოჩენილ იქნას მთავარ ოპოზიციურ ძალად, რაც მტკნარი სიცრუე გახლავთ (ჩემი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ამის ნათელი მაგალითია). ცოტა ალოგიკურია, როდესაც თქვენივე კვლევის მიხედვით, ამომრჩევლის შეხედულებასთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება" დგას 19%-ით, მაგრამ მას ხმას მხოლოდ გამოკითხულთა 17 % აძლევს....

 

NDI- შეისმინა საზოგადოების შეგონება და ამჟამად გამოაქვეყნა გამოკითხულთა ასაკობრივი ზღვარი, მაგრამ კვლავ არ გამოაქვეყნა, კონკრეტულად რომელ ქალაქებში მოხდა რესპონდენტთა გამოკითვა, ძირითადად რა კატეგორიის ადამიანები გამოიკითხა და ..

 

ყველაზე მთავარი კი გახლავთ ის, რომ NDI-ის განცხადებით, მათი კვლევის ცდომილება + - 2.1% გახლავთ. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, ბატონებო! თქვენი განცხადებით, 2012 წლის არჩევნების დროს NDI-ის კვლევის ცდომილება 2% უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ ცდომილებამ 22% შეადგინა", - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner