„პანდემია ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპაში მეხუთე ტალღა დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში, საფრანგეთში, ახალი შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 40%-ით გაიზრდა - ეს საგანგაშო ნიშანია“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა 6 მილიონ არავაქცინირებულ მოქალაქეს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 11-ჯერ ნაკლებია.
„აიცერით, რათა ნორმალურად ცხოვრება შეძლოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა