logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: აიცერით, რათა ნორმალურად ცხოვრება შეძლოთ
- +

10 ნოემბერი. 2021. 00:57

 

 

 

„პანდემია ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპაში მეხუთე ტალღა დაიწყო. ერთი კვირის განმავლობაში, საფრანგეთში, ახალი შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 40%-ით გაიზრდა - ეს საგანგაშო ნიშანია“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა 6 მილიონ არავაქცინირებულ მოქალაქეს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ვაქცინირებულ პირებში ჰოსპიტალიზაციის რისკი 11-ჯერ ნაკლებია.

 

„აიცერით, რათა ნორმალურად ცხოვრება შეძლოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner