logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: შურისძიებები უნდა დამთავრდეს
- +

10 ნოემბერი. 2021. 01:28

 

 

 

„წლებია მუქარები ისმის ოპოზიციისგან, წლებია ზიზღით წალეკეთ ქვეყანა... არ ბნელა!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შურისძიება უნდა დასრულდეს.

 

„სულხან მოლაშვილის წამება არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი. სხვა მაგალითებიც შეიძლება, თუმცა მოლაშვილს ზუსტად შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაპირისპირების გამო, სასტიკად გაუსწორდნენ, როცა თავად მოიპოვეს ძალაუფლება.

ასე რომ...

 

9 წელი შევარდნაძის ხელისუფლების ლანძღვა რომ გვესმოდა, ეს ცალკე თემაა. შურისძიება არ იყო?

თავად რომ შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სახე იყო და, როგორც ამბობდნენ, მაშინ იშოვეს პირველი დიდი ფული მან, ოქრუაშვილმა, კეზერაშვილმა, ესეც ცალკე თემაა და მთელმ ქვეყანამ იცის.

რასაც დღემდე ლაპარაკობთ, მანამდე 9 წელი ყელში ამოგვიყვანა, შუქი მოგეცით, გზა დაგიგეთო. უშუქობის და გაჭირვების სიმბოლო თავადაც იყო, თქვენი კუმირი.

აბა, 1995 წლიდან ვინ იყო მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი, ფრაქციის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს მდივანი, იუსტიციის მინისტრი?

რაღაც ვერ ვიხსენებ, როცა ეს მაღალი თანამდებობები ეკავა, ენა დაეძრას პირველი პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების წარმომადგენლების დასაცავად. 10 წელი შურისძიებით არ იყვნენ დაკავებულები?

უნდა დამთავრდეს შურისძიებები. ეს აქსიომაა.

ოღონდ, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

თქვენ კი ძალადობთ ისევ. ბოდიშსაც არ იხდით.

 

ძალოვან უწყებებს რომ არ დაეკავებინათ თქვენი კუმირო და მისი სცენარით განვითარებულიყო, რისთვისაც უკანონოდ შემოიჭრა, შიმშილობები და შურისძიებები მერე გენახათ.

ცხვირწინ მოქალაქე რომ დგას და სვასტიკას გიფრიალებთ, წარწერით, ბიძინა ციხეშიო, არაა შირისძიების მოწოდება? თუ მაგ ასკაციან მიტინგზე ვერ ამჩნევთ?

წლებია მუქარები ისმის ოპოზიციისგან, წლებია ზიზღით წალეკეთ ქვეყანა...

არ ბნელა!

 

სულაც არ მიხარია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. თავის დროზე არ უნდა წასულიყო და ეგო პასუხი. შესაძლოა დღეს სხვა ვითარება გვქონოდა ჩვენც და თვითონაც სხვა მდგომარეობაში ყოფილიყო.

მეუფეს რომ ჩააბარა აღსარება, რა ჩააბარა ისიც თემაა, თუმცა არაა ჩემი საქმე, იქნებ ერთანაც აქვს მოსანანიებელი?!

მაგრამ არა, უტიფრად აცხადებთ, რომ არაფერი მომხდარა, არაფერი დაუშავებიათ, არც გირგვლიანი იყო, არც თეთრაძე, არც სხვები...

ერთი უტიფარი გამართლება აიჩემეს, ვინც საქმეს არ აკეთებს, შეცდომებს არ უშვებენო.

ჯერ ერთი, შეცდომებსა და დანაშაულებს შორის დიდი სხვაობაა. მეორე, გაკეთებულისთვის მადლობა, დანაშაულებისთვის პასუხი აგეთ და ქვეყანას ნუ არყევთ. გეყოთ რაც არყიეთ და დააკარგვინეთ!“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner