logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების საკითხზე: სავსებით სწორია აქცენტების გადატანა კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისაკენ
- +

10 ნოემბერი. 2021. 01:11

 

 

“ფარმაცევტული ბაზრის და ფასწარმოქმნის პრობლემები არაერთი წელია, გრძელდება და სოციალურ პრობლემადაც არის ქცეული. ერთ -ერთი მთავარი პრობლემა, რაც კონკურენტულ გარემოს დეფორმაციას ახდენს და ფასებზეც ნეგატიურად აისახება, ბაზარზე არსებული მაღალი კონცენტრაციისა და არსებული ჰოლდინგური სტრუქტურის ფაქტორია“, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სავსებით სწორია აქცენტების გადატანა კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისაკენ, რადგან მეტი კონკურენცია ინფორმირებულობის გაუმჯობესებასთან ერთად, მეტ არჩევანს ტოვებს მომხმარებლისთვის.

ამასთან ცუცქირიძე წერს, რომ ასევე საინტერესოა სარეცეპტო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რადგან საჭიროა მომხმარებელს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს და მეტი არჩევანი ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის შეძენაც მათ უწევთ.

 

„ისიც ცნობილია, რომ ამ სექტორში არსებული დამახინჯებული ფასები და მომგებიანობის მაღალი მარჟა, რაც ბაზრის მონაწილეთა ზე მაღალ მოგებას უზრუნველყოფს, ლამის სოციალურ პრობლემად იქცა, შედარებით დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისა და მოწყვლადი ფენებისათვის, ეს სოციალურად დაუცველებსაც ეხება, პენსიონერებსაც და დაბალი შემოსავლის მქონე სხვა სოციალურ ჯგუფებსაც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ხდება სხვადასხვა დახნარებების პაკეტების სუბსიდირება, რაც კარგია თუმცა საკმარისი არ არის, არც მომხმარებლის და არც საბაზრო ურთიერთობების თვალსაზრისით.

 

ეს პრობლემა, როგორც ჩანს მოგვარებისკენ მიდის, რასაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრის დეტალებიც ადასტურებს, რომლის დროსაც, კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული ფარმაცევტული ბაზრის შუალედური ანგარიში იქნა განხილული.

 

სავსებით სწორია აქცენტების გადატანა კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისაკენ, რადგან მეტი კონკურენცია ინფორმირებულობის გაუმჯობესებასთან ერთად, მეტ არჩევანს ტოვებს მომხმარებლისთვის მისთვის საუკეთესო არჩევანის პირობებში მეტი დაზოგოს, როდესაც მედიკამენტებში თავისი შემოსავლების მიხედვით, საკმაოდ მაღალი დანახარჯების გაღება უხდება და ეს პანდემიურ პერიოდშიც მთელი სიცხადით გამოჩნდა.

 

არანაკლებ საინტერესოდ მოჩანს, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც სარეცეპტო პოლიტიკის ცვლილებას ითვალუსწინებს, მის ელექტრონიზაციას და მეტი არჩევანის გაკეთებას სარეცეპტო პოლიტიკის ფარგლებში, რადგანაც, მომხმარებელს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და მეტი არჩევანი ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების შესახებ, რომლის შეძენაც მათ უწევთ, და საბოლოო ჯამში

გარკვეულ პერიოდში უნდა აისახოს მედიკამენტების ფასებზე, რაც თითოეული ადამიანისათვის დიდი შვება იქნება”, – წერს ცუცქირიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner