logo_geo
eng_logo
დავით ზარდიაშვილი სააკაშვილზე: ჭამა კი უყვარს, მაგრამ იმდენადაა შეპყრობილი ძალაუფლების ვნებით, რომ ჭამის სიამოვნებას თმობს
- +

10 ნოემბერი. 2021. 02:24

 

 

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის  შიმშილობა იმიტაციურია, რადგან ის ყველა საჭირო ნივთიერებას იღებს, რაც საჭიროა მისი სასიცოცხლო ფუნქციებისთვის.

 

„შეიძლება, წონაში დაიკლო, რადგან შეზღუდული აქვს საკვების მიღება და ეს დისკომფორტია, ეს არის გარკვეული ტიპის შიმშილობა, მაგრამ ეს არ არის ისეთი ტიპის შიმშილობა, რომელიც მის სიცოცხლეს განსაკუთრებულ საფრთხეს შეუქმნის. ცხადია, დისკომფორტს შეიქმნის საკუთარი თავისთვის, მაგრამ იმდენადაა შეპყრობილი ძალაუფლების ვნებით, რომ ჭამა კი უყვარს, მაგრამ ჭამის სიამოვნებას თმობს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner