„ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ელენე ხოშტარიას ზუსტად ასეთი რეაქცია ექნებოდა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ თანამებრძოლები "ლიაკას" მოწამვლას უპირებენ. მან პოლიტიკურ კონიუნქტურას გადაუხადა ხარკი, და ეს მისი საქმეა, შეიძლება სადღაც გაუგო კიდეც“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„თუმცა, აწი საკუთარი სიცოცხლის დაცვასა და უსაფრთხოებაზე ხელისუფლებასთან ერთად თავადაც მოუწევს ზრუნვა“, - დასძენს ანალიტიკოსი.