logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი: ეჭვი მეპარება სააკაშვილმა საერთო და დიდი სახალხო მღელვარება ააგოროს
- +

10 ნოემბერი. 2021. 03:02

 

 

ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ახლა მიხეილ სააკაშვილის მთავარი მცდელობაა, რომ როგორმე ხელისუფლებას ნებისყოფამ უმტყუნოს. ხოლო „ოცნება“ ცდილობს, რომ სააკაშვილი გატეხოს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს იმედი აქვს, ამ ამბიდან სახალხო მოძრაობას ააგორებს.

 

„სააკაშვილს იმედი აქვს, რომ მისი შიმშილობა საზოგადოებაში გარკვეულ სენტიმეტებს აღძრავს. ქუჩაში მოსახლეობა გამოვა და სამოქალაქო მოძრაობას დაიწყებს. მას ეს არ გამოუვა, რადგანაც მართალია ხელისუფლება მოსახლეობის დიდ ნაწილს გულზე არ ეხატება, მაგრამ უფრო დიდ ნაწილს ნაციონალები ეზიზღება. შეიძლება არჩევნებზე მივიდეს და ხმა „ოცნების“ წინააღმდეგ მისცეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხმას ენმ-ს აძლევს და ამით უკან ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. ეჭვი მეპარება სააკაშვილმა საერთო და დიდი სახალხო მღელვარება ააგოროს. თუ მან ეს შეძლო, მართლა „ქართულ ოცნებაზე“ ახი იქნება. „ოცნებამ“ ეს არასწორი ქმედებებით და ენმ-ის რეიკარნაციით ნამდვილად დაიმსახურა, მაგრამ ეს არ მოხდება. ამიტომაც ხელისუფლება ძალიან მშვიდად და წყნარად არის“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner