logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყებათაშორის სწავლებაში „დიდგორი 2021” მონაწილეობს
- +

10 ნოემბერი. 2021. 11:24

 

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი უწყებათაშორის სწავლებაში „დიდგორი 2021" მონაწილეობს, რომელიც საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწას ემსახურება.

 

სწავლება „დიდგორი“ წელს განსაკუთრებით მასშტაბურია, რადგან საშტაბო ნაწილის გარდა, გათვალისწინებულია საველე კომპონენტებიც. ასევე, წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.

 

უწყებათაშორისი სწავლების დასაწყისში საველე კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და კინოლოგიის სამმართველოს წარმომადგენლებმა გაათამაშეს. ოპერაციას სწავლების იმიტირებული გენერალური შტაბი საჯარისო ცენტრში განთავსებული მართვის პუნქტიდან აკვირდებოდა.

 

სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner