logo_geo
eng_logo
ოზურგეთში, სახვითი ხელოვნების ცენტრში მხატვარ-გრაფიკოსთა ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა მოეწყო
- +

29 ივლისი. 2016. 18:38


ქალაქ ოზურგეთში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში მხატვარ-გრაფიკოსთა ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა მოეწყო.



„შემოქმედებითი მივლინება" ცენტრის ერთ-ერთი ინოვაციური პროექტია, რომლის გლობალური მიზანი მხატვრობის პოპულარიზაცია და ადგილობრივ დონეზე ისეთი კულტურული პლატფორმის ჩამოყალიბება გახლავთ, რომელიც სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს დამწყებ თუ პროფესიონალ წარმომადგენლებს შემოქმედებითი რეალიზაციისა და განვითარების საშუალებას მისცემს.


პროექტის ძირითადი ამოცანაა, ქართველი და უცხოელი ხელოვნების მოწვევა სტუდია-სახელოსნო „GurianART"-ის ჭერქვეშ; მათთვის საინტერესო, თავისუფალი შემოქმედებითი სივრცის შექმნა თვისობრივად ახალ გარემოში და ადგილობრივ კოლეგებთან ინტეგრაცია.


გამოფენას გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.


„მოხარული ვარ, რომ დღეს ოზურგეთში ბრძანდებით. მინდა, აღვნიშნო, რომ თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში არაერთი საინტერესო გამოფენის მომსწრე გავხდი. მიხარია, რომ გურიაში ბევრი კულტურული აქტივობაა. დიდი მადლობა სტუმრებს ჩამობრძანებისთვის და მასპინძლებს მოწვევისათვის. გისურვებთ წარმატებებს შემოქმედებით საქმიანობაში",- აღნიშნა სოსო ერქომაიშვილმა.


 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner