სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა ადგილიდან განარიდეს 4 პირი, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა და დავით მახარაძე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია დაკავების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზეც.
როგორც მედიას საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა, სახელმწიფო დაწესებულების შენობის ბლოკირება აკრძალულია კანონით.
შეგახსენებთ დღეს 11:00 საათიდან აქციები დაიწყო სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან და სახელმწიფო უსაფრთხიოების სამსახურის შენობასთან.