საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის ხელშეწყობით, უნესკოს წარმომადგენლებთან მუშაობის შედეგად, მიღწეულ იქნა, ქალაქ ბათუმის შეყვანა ახალი კრეატიული ქალაქების მსოფლიო ნუსხაში.
„საქართველოს მარგალიტმა, შავი ზღვის კურორტმა, ბათუმმა 49 ახალ წევრს შორის თავი დაიმკვირდრა, როგორც მუსიკალურმა ქალაქმა. უნესკოს ინიციატივა 246-ზე მეტ ქალაქს აერთიანებს. ამ სიაში ასევე, ფიგურირებენ ქალაქები რომლებიც, სტრატეგიულ ფაქტორად მდგრადი ურბანული განვითარებისთვის შემოქმედებით მხარეს იყენებენ. პროგრამის მთავარი მიზანია ქალაქებს შორის ურთიერთობის ხელშეწყობა. მთავარ მიმართულებას, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების განვითარება და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა წარმოადგენს, რაც მსოფლიო ცნობადობას და საერთაშორისო ტურიზმის სწრაფ განვითარებას ზრდის. ქალაქები ერთად მუშაობენ საერთო მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.