logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: პოლიტსაბჭოს სხდომაზე განვიხილავთ, თუ როგორ ემზადება კოალიცია არჩევნებისთვის
- +

7 მარტი. 2016. 12:40


დღეს კოალიცია „ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. როგორც „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების შესახებ ცვლილების შეტანის საკითხი. ბუკია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება აუცილებელია და აქვე იმედოვნებს, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები „სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ".


„ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, გახლავთ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებული თემა. „კონსერვატორებმა" არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ საჭიროა, ქორწინების განმარტებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს. არაერთხელ ისაუბრა ამაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაც, უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. იმედი მაქვს, დღეს სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა გიგა ბუკიამ.


აქვე, ბუკიას განმარტებით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება, თუ როგორ და რა ფორმით იწყებს „ქართული ოცნება" მზადებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

 

„ასევე, საუბარი იქნება წინასაარჩევნო პერიოდზე და განვიხილავთ, თუ რა ფორმით და როგორ ემზადება კოალიცია არჩევნებისთვის. ეს არ იქნება დეტალიზირებული, ამ ეტაპზე იქნება ზოგადი საუბრები", - აღნიშნა გიგა ბუკიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner