ლევან თუთბერიძის ფილმმა „მოირა" ბურგასის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა. ფესტივალზე 14 ფილმი იყო წარდგენილი.
„მოირა" ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს, ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.