logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს!
- +

10 ნოემბერი. 2021. 13:48

 

სიძულვილის ენა მავნე და შხამიანია ჩვენი საზოგადოებისთვის”, - ამის შესახებ იუსტიციი სმინისტრი  რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს, რითიც გიგი უგულავას მიერ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

არგუმენტირებული მსჯელობის უუნარობის და ემოციების ფონზე სუსტი ნებისყოფის, ზრდილობასთან შეუთავსებლობის მწვავე ფაზაში მყოფი და ნებისმიერ ფასად ძალაუფლების დაბრუნების ჟინით შეპყრობილი სუბიექტები მოწინააღმდეგის ლანძღვაზე, გინებაზე და ზოგჯერ წყელვა-კრულვაზეც კი გადადიან.

 

ყველა ბრძოლას თავის წესები აქვს, რომელსაც ანჩხლი და საკუთარი სისუსტით გაღიზიანებული მხარე ნებსით თუ უნებლიედ სამწუხაროდ არღვევს ხოლმე.  მსგავს საკითხებში სხვისი შვილების გარევა და მათზე ამორალური ძალადობა კი უკვე უპატიებელი მორალური ტერორია! უდანაშაულო ბავშვებს მხოლოდ ტერორისტები ესხმიან თავს!

 

P.s სიძულვილის ენა მავნე და შხამიანია ჩვენი საზოგადოებისთვის”, - წერს რატი ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner