მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ საგამოძიებო ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
მისივე განმარტებით, ამ დრომდე საქმეში არ არის გამოკვეთილი ახალი გარემოებები, რის საფუძველზეც პირვანდელი გადაწყვეტილება შეიცვლებოდა.
გამოძიება გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება, რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.