logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: „ნაცმოძრაობამ“ აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთს მიჰყიდა სტრატეგიული ობიექტები, საოკუპაციო ხაზთან მუდმივად ცდილობს ხელახალი ესკალაციის წამოწყებას ფსევდოპატრიოტებისა და დანიშნული აქტივისტების საშუალებით
- +

10 ნოემბერი. 2021. 17:30

 

გია აბაშიძე რუსულ არხზე ერთ-ერთ გადაცემაში იატაკზე საქართველოს დროშის გამოსახულების ირგვლივ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება. შესაბამისი პოსტი ანალიტიკოსმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

 

„დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი მისი თავკაცის მეთაურობით საქართველოს #1 მტერი!რუსულ არხზე გადაცემაში „60 минут“ იატაკზე გაფენილი საქართველოს დროშის შესახებ - თუ ამ გადაცემის არქივს გადავხედავთ, პროდიუსერებს აქვთ ასეთი ფორმატი - რომელ ქვეყანაზეც საუბრობენ, კედლებსა და იატაკზე ხდება შესაბამისი დროშების ვიზუალიზაცია. მაგალითად, რუსეთის, მისი მოკავშირე სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, აშშ-ის და ა.შ.

 

სააკაშვილის სექტის ფლიდური აღშფოთება ამ ფაქტზე ნამდვილად ტრაგიკომიკურია. ეს „პატრიოტობა" კატეგორიულად მიუღებელი „ნაცებისგან“, დესტრუქციული ძალისგან, რომელმაც:

 

კოდორი და ახალგორი ჩააბარა ოკუპანტებს.

კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს;

კიდევ უფრო შორეულ დისტანციაზე გადაიტანა შერიგება ოსებთან და აფხაზებთან.

აგვისტოს ომის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც წერია - 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.

აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთს მიჰყიდა სტრატეგიული ობიექტები, საოკუპაციო ხაზთან მუდმივად ცდილობს ხელახალი ესკალაციის წამოწყებას ფსევდოპატრიოტებისა და დანიშნული აქტივისტების საშუალებით“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner