logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობა“ მოქმედ ხელისუფლებას „რუსეთუმეობაში“ ადანაშაულებს, სინამდვილეში საკუთარი ქვეყნის გამყიდველი და მტერია!
- +

10 ნოემბერი. 2021. 17:39

 

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი რუსული არხის გადაცემას ეხმიანება, სადაც სტუდიის ეკრანზე გამოსახულია ქართული დროშა. გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ ქვეყანაზე საუბრისას საილუსტრაციოდ გამოიყენება იატაკის ეკრანი, სადაც ფონი იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაზეა საუბარი.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს, ამ საკითხზე სრული ისტერია დაიმართა ნაცმოძრაობამ. მეგრელიშვილი საზოგადოებას ახსენებს, თუ რა ობიექტები გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას მათი მმართველობის პერიოდში.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღეს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას „რუსეთუმეობაში" ადანაშაულებს და საქართველოს, საკუთარი სისხლიანი ხელებით თითქოს რუსეთისაგან იცავს სინამდვილეში საკუთარი ქვეყნის გამყიდველი და მტერია!

 

ამჯერად პოლიტიკური ისტერიკა დაიმართეს რუსულ გადაცემაში საქართველოს დროშა ფეხქვეშ გაიფინესო, სინამდვილეში გადაცემაში კონკრეტულ საკითხზე საუბრისას აჩვენებდნენ საქართველოს, რუსეთის, ამერიკის და სხვა ქვეყნების დროშებს და სიუჟეტში საკითხზე ქვეყნების საილუსტრაციოდ „იატაკი“ გამოიყენეს.

სულ ეს იყო!!!

 

ახლა კი მართლა სერიოზულ საკითხზე გადავიდეთ - ყველამ უნდა იცოდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერით რუსეთს რომელი ობიექტები ჩაბარდა:

  1. ენგურჰესი-რუსული კომპანია „რაოესი“;
  2. ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“;
  3. რიონჰესი - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“;
  4. გუმათი 1- რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  5. გუმათი 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  6. ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  7. შაორჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  8. ვარციხე1 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  9. ვარციხე 2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;
  10. ვარციხე 3 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“;

  1. ხრამი 1 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  2. ხრამი 2 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  3. ხრამი 3 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  4. ხრამი 4 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  5. ხრამი 5 - რუსული კომპანია „რაოესი“;
  6. ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია „გაზპრომი“;
  7. გაზ.კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;
  8. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;
  9. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
  10. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
  11. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;
  12. "მადნეული" - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
  13. "კვარციტი"- რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
  14. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“;
  15. კომპანია „ბილაინი“ - რუსული კომპანია;
  16. „აზოტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
  17. „გაერთიანებული ქართული ბანკი"-რუსული კომპანია „ვითიბი“;
  18. „ლუკოილ ჯორჯია“-რუსული კომპანია „ლუკოილი“;
  19. ზესტაფონის „ფერო“ -რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“;
  20. ელმავალთმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“;
  21. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია „ბატუსი“;
  22. თბილისის წყალი - რუსული კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“.

 

და ამის შემდეგ დანაშაულია ისაუბრო „ქართული ოცნების“ პრორუსულობაზე, რადგან „ნაცმოძრაობამ" და სააკაშვილმა რუსეთს ტერიტორიებიდან, სტრატეგიულ ობიექტამდე ყველაფერი გადასცა დიახ ოკუპანტს, დიახ რუსეთს!. - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner