„პატრიოტობა“ კატეგორიულად მიუღებელი იმ „ნაცებისგან“, დესტრუქციული ძალისგან, რომელმაც: კოდორი და ახალგორი ჩააბარა ოკუპანტებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე ოპოზიციის რეაგირებას ერთ-ერთი რუსულ არხზე გასულ გადაცემაზე, სადაც იატაკის ეკრანზე გამოსახულია საქართველოს დროშა.
აბაშიძე დასძენს, რომ გადაცემას აქვს ასეთი ფორმატი, რომ რომელ ქვეყანაზეც საუბრობენ, იმ ქვეყნის დროშის გამოყენება ხდება.
„დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი მისი თავკაცის მეთაურობით საქართველოს #1 მტერი! რუსულ არხზე გადაცემა 60 минут-ში იატაკზე გაფენილი საქართველოს დროშის შესახებ. თუ ამ გადაცემის არქივს გადავხედავთ, პროდიუსერებს აქვთ ასეთი ფორმატი - რომელ ქვეყანაზეც საუბრობენ, კედლებზე და იატაკზე ხდება შესაბამისი დროშების ვიზუალიზაცია. მაგალითად, რუსეთის, მისი მოკავშირე სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, აშშ-ის და ა.შ. სააკაშვილის სექტის ფლიდური აღშფოთება ამ ფაქტზე ნამდვილად ტრაგიკომიკურია. ეს „პატრიოტობა“ კატეგორიულად მიუღებელი იმ „ნაცებისგან“, დესტრუქციული ძალისგან, რომელმაც: კოდორი და ახალგორი ჩააბარა ოკუპანტებს. კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს; კიდევ უფრო შორეულ დისტანციაზე გადაიტანა შერიგება ოსებთან და აფხაზებთან. აგვისტოს ომის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც წერია - 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. საოკუპაციო ხაზთან მუდმივად ცდილობს ხელახალი ესკალაციის წამოწყებას ფსევდოპატრიოტებისა და დანიშნული აქტივისტების საშუალებით. #ნაცობასირცხვილია სააკაშვილი კრემლის სასარგებლო იდიოტია!“ - წერს Facebook-ზე გია აბაშიძე.