logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას
- +

10 ნოემბერი. 2021. 18:15

 

 

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას“, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში გააგრძელებს, რადგან მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე.

 

„ვინაიდან, იგი მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ და მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, შესაბამისად აგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში.

 

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი იყო, მათ შორის ის გარემოება, რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და იყო ძებნაში, ვინაიდან, იგი დაკავებულია და მოთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ ეტაპზე აღარ იყო საჭიროება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებისა.

 

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში, მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ”, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner