logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: დღევანდელ სხდომაზე დავრწმუნდით, რომ სააკაშვილის ადვოკატების მიზანი ერთგვარი სანახაობის მოწყობა და პოლიტიკური სპეკულაციები იყო
- +

10 ნოემბერი. 2021. 18:35

 

 

„მთელი ეს ხელოვნური აჟიოტაჟი, რომ ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სხდომის გამართვა - დღეს დადასტურდა, რომ მათ თავად სხვა მიზნები ჰქონდათ“, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, მიუხედავად მათი შეთავაზებისა, სააკაშვილის უფლებების დამცველებმა უარი განაცხადეს სასამართლო სხდომის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე, კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარებასა და ბრალდებულის დისტანციურად ჩართვაზე.

 

„მათი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა. როგორც დღევანდელ სხდომაზე დავრწმუნდით, ადვოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციები. ეს შეიძლება ემსახურებოდეს არა მართლმსაჯულების ინტერესს, არამედ ეს ემსახურება კონკრეტული ბრალდებულის პოლიტიკურ დღის წესრიგს“, - განაცხადა წიკლაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner