logo_geo
eng_logo
ნანა კაბაძე: ნაცსექტა ფიქრობს, რომ მაინც გაიმარჯვებს და დაიხსნის „რუსი ოლიგარქის“ ტყვეობიდან საკუთარ ლიდერს, მამასა და მარჩენალს
- +

10 ნოემბერი. 2021. 19:15

 

„ნაცსექტა ფიქრობს, რომ მაინც გაიმარჯვებს და დაიხსნის „რუსი ოლიგარქის“ ტყვეობიდან საკუთარ ლიდერს, მამასა და მარჩენალს (არქიფო სეთურს).

მთავარია ქუჩაში გამოსული ხალხი სახლებში აღარ შევიდნენ და ყველა დარწმუნდეს, რომ „თავისუფლება მიშას“ სრულიად საქართველოს მოთხოვნაა“, - ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ქართული ტრაგიკომედია, ანუ როგორ აკლიათ მიშისტებს!

1 ოქტომბრის შემდეგ, სააკაშვილის შემოპარვა-დაკავება-შიმშილობა-ჩახველება-ამოხველება-ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ჩვენი ყოფის ყოველდღიურ მთავარ ნიუსად რომ იქცა, ამას უკვე შევეჩვიეთ.

ისიც გავიგეთ, მას თურმე ყველა პატიმრისგან განსხვავებული და განსაკუთრებული პირობები უნდა ჰქონდეს შექმნილი - დაწყებული რამდენიმე ფაფუკი ლეიბით და დასრულებული დღეში ათეულობით ვიზიტორით.

ბოლო დღეებში აღმოვაჩინეთ, რომ კვების რაციონში შემავალი ხბოს ღვიძლის პაშტეტის და ძვირადღირებული  ფაფების ჭამა, მიშას შემთხვევაში შიმშილობა ყოფილა.

თითქოს ვეღარაფერი გაგვაკვირვებდა, მაგრამ მისი სექტის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით სექტანტმა ჟურნალისტებმა დღეს თავის თავსაც გადააჭარბეს, საზოგადოებას „პუტინის ტყვისა“ და „ოლიგარქის მძევლის“ წინააღმდეგ ჯერ არ თქმული,  არნახული  გაუგონარი ბოროტება აღმოაჩინეს და გამოააშკარავეს -  სააკაშვილი, თურმე საკუთარი სურვილისა და ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში.

ყველაზე საშინელი კი ის ყოფილა, რომ ამ დაწესებულებას ციხის საავადმყოფო ჰქვია და თურმე იქ სხვა პატიმრებიც იმყოფებიან. 

ხომ გესმით ბოროტების მასშტაბები - ბრალდებულ/მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს არ ჰკითხეს, უნდოდა თუ არა ამ დაწესებულებაში გადაყვანა და თუ არ უნდოდა, როგორ გაუბედეს, რომ  ხელი  მოჰკიდეს და იძულებით გადაიყვანეს იქ, სადაც მას არ უნდოდა? ეს ხომ გაუგონარი დანაშაულია, როდესაც პატიმარს   განათავსებენ იქ, სადაც მას არ მოსწონს ან არ უნდა?

პუტინმა და ივანიშვილმა მის წინააღმდეგ საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების გაუგონარი და სასტიკი ფორმებით დარღვევა („პატიმრის ნების წინააღმდეგ მისი სადმე განთავსება“) მაშინ დაიწყეს, როცა 1 ოქტომბერს ის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დააკავეს, არ ჰკითხეს, უნდოდა თუ არა დაპატიმრება და  "მსოფლიო მასშტაბის რეფორმატორი" ციხეშიც კი შეასახლეს.

ამ გაუგონარი ბოროტების ფონზე კი, დეგრადირებულმა, პუტინისა და ივანიშვილის ფულებზე გაყიდულმა მსოფლიო ლიდერებმა მაშინვე არ შემოჰკრეს განგაშის ზარებს და ომი არ გამოუცხადეს ჯერ პუტინს და შემდეგ მის მონა ივანიშვილს.

აი, რატომ ყოფილა მწვავე კრიზისში არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო.

ნაცსექტა ფიქრობს, რომ მაინც გაიმარჯვებს და დაიხსნის „რუსი ოლიგარქის“ ტყვეობიდან საკუთარ ლიდერს, მამასა და მარჩენალს (არქიფო სეთურს).

მთავარია ქუჩაში გამოსული ხალხი სახლებში აღარ შევიდნენ და ყველა დარწმუნდეს, რომ „თავისუფლება მიშას“ სრულიად საქართველოს მოთხოვნაა.

ნეტარ არიან მორწმუნენი...“, - წერს კაკაბაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner