„პუტჩისტი გოგი ხოშტარია ურცხვად ზის ინგა გრიგოლიას გადაცემაში და აცხადებს - “ დანაშაულია სააკაშვილის - როგორც ქვეყნის (თუნდაც ყოფილი) პრეზიდენტის დამცირებაო‼️
გოგი ხოშტერია - შე მართლა არაკაცო, 1992 წელს “კალაშნიკოვს” რომ ესროდით რუსულ ჯართან და კიტოვანთან ერთად - ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი არ იყო⁉️“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ზვიად გამსახურდია ბუნკერში უნდა ამოვწვათ თავის მომხრეებთან ერთადო - შენ და სიგუა არ მოუწოდებდით პუტჩისტებს ⁉️
მიმიფურთხებია შენი ასაკისთვის და შენი პუტჩისტური წარსულისთვის ‼️
ქვეყნის მოღალატე,სიგუა-კიტოვანის თანამებრძოლი და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის თანამონაწილე რომ დაიწყებს ჰუმანიზმზე ლაპარაკს - ხმა ჩაიგდე გოგია კგბ-შნიკო ‼️“, - წერს ბრეგაძე.