ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქევყნებს.
„▪️ყველანაირი სტანდარტის დარღვევა, სახლში მივარდნები, აგრესიის გაღვივება...
▪️დილით ფოტო გამოაგდეს ინტერნეტში და იმავე დღეს დაგეშებულებივით, ცალკე ტელევიზია დაეცა ოჯახს, რუსთაველიდან უგულავა, მ.შ. ისინიც, რომლებიც ტაშს უკრავდნენ. ცალკე დავდებ ვიდეოს.
▪️უკვე გამოიძიეს, ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს, სააკაშვილის წერილის საფუძველზე. ისე, გლდანის კარანტინის ორგანიზატორები რომ ხმაურობთ და ხმას იღებთ ციხის პირობებზე, ცალკე თემაა.
▪️მოსახლეობის რეაქცია მიკროფონიან ჟურნალისტებზე აისახება ხოლმე, თუმცა დამნაშავეები ამათი უფროსებია, მფლობელები, მათ უკან მდგომი პარტიები.
▪️მკვლელების, თავდაცვის ბიუჯეტის ქურდების ბიოტელევიზიებს სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ. აქციებიც მოუხდებათ. გითმენთ ჯერ ხალხი.
▪️ეს ბავშვი სრულწლოვანია? რომც იყოს, ოჯახებს რატომ უვარდებით? ბოლშევიკებზე უარესები ხართ. ინტერვიუ თუ გინდათ, ციხის ან სამინისტროს მისამართი არ იცით?
▪️სააკაშვილის სინდიკატია 25 წელზე მეტია ატერორებთ მოსახლეობას“, - წერს ამირან სალუქვაძე.