logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მკვლელების, თავდაცვის ბიუჯეტის ქურდების ბიოტელევიზიებს, სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ
- +

10 ნოემბერი. 2021. 19:20

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქევყნებს.

 

„▪️ყველანაირი სტანდარტის დარღვევა, სახლში მივარდნები, აგრესიის გაღვივება...

 

▪️დილით ფოტო გამოაგდეს ინტერნეტში და იმავე დღეს დაგეშებულებივით, ცალკე ტელევიზია დაეცა ოჯახს, რუსთაველიდან უგულავა, მ.შ. ისინიც, რომლებიც ტაშს უკრავდნენ. ცალკე დავდებ ვიდეოს.

 

▪️უკვე გამოიძიეს, ბრალი წაუყენეს და გაასამართლეს, სააკაშვილის წერილის საფუძველზე. ისე, გლდანის კარანტინის ორგანიზატორები რომ ხმაურობთ და ხმას იღებთ ციხის პირობებზე, ცალკე თემაა.

 

▪️მოსახლეობის რეაქცია მიკროფონიან ჟურნალისტებზე აისახება ხოლმე, თუმცა დამნაშავეები ამათი უფროსებია, მფლობელები, მათ უკან მდგომი პარტიები.

 

▪️მკვლელების, თავდაცვის ბიუჯეტის ქურდების ბიოტელევიზიებს სრული ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ. აქციებიც მოუხდებათ. გითმენთ ჯერ ხალხი.

 

▪️ეს ბავშვი სრულწლოვანია? რომც იყოს, ოჯახებს რატომ უვარდებით? ბოლშევიკებზე უარესები ხართ. ინტერვიუ თუ გინდათ, ციხის ან სამინისტროს მისამართი არ იცით?

 

▪️სააკაშვილის სინდიკატია 25 წელზე მეტია ატერორებთ მოსახლეობას“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner