უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„თქვენ ფიქრობთ რამე ისეთი თქვა უგულავამ, რაც აქამდე არ უკეთებიათ ამ არაადამიანებს?
მთელი ეს პერიოდი კამერებით სახლებში მივარდნები; ბავშვებზე ადევნება და დაუსრულებელი კითხვები; სოციალურ ქსელებში ბულინგი და ფსიქოლოგიური ტერირო - ფიქრობთ ამ ყველაფერს გავლენა არ ჰქონია ჩვენს, თქვენს შვილებზე?!
ჩემმა შვილებმა დიდი ხანია facebook-ი გააუქმეს და დიდი ხანი არ გასულა, რაც ღვარძლიანი სიუჟეტის გამო ჩემმა 10 წლის შვილმა იტირა..
დღეს უბრალოდ ხმამაღლა ითქვა ის, რასაც აქამდე შეფარვით აკეთებდნენ. შვილებს დაემუქრა და საფუძველი დაუდო უამრავ ამაზრზენ გამოხმაურებას სოციალურ ქსელში!!!
თუნდაც ამ ადამიანის საჯაროდ დადანაშაულება და ბულინგი, ჩვეულებრივი ლინჩის წესით გასამართლებით დამუქრება, მისი შვილების ხსენების გარეშეც, მიზნად ისახავს, რომ ირგვლივ ადამიანებმა აი ასე, უბრალოდ გარიყონ, მის შვილებს სკოლაში მისვლა შერცხვეთ, მის ოჯახს შეეშინდეს საჯაროდ გამოსვლა..
ანრი ოხანაშვილი ბავშვებთან ერთად რომ იყო მაშინ არ მიუვარდით???
რა თქმა უნდა, ყველაფერი ამისთვის კეთდება
სანამ გონზე დროულად არ მოეგებით და თითოეული ჩვენგანი ამ ქცევისთვისთვის სათანადო ადგილს არ მიგიჩენთ, იქამდე ვერ შევდგებით მორალურ საზოგადოებად.
მართლა დასასრულს უახლოვდება თქვენი მავნებლობა“, - წერს წილოსანი.