თამთა მეგრელიშვილი: მივმართავ ქალბატონ ლანა გალდავას, დღეს რომ იბრძვის თითქოსდა რუსული ძალის წინააღმდეგ, საზოგადოებას უთხრას, რომელი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და რომელ ქვეყანაში
-
+
10 ნოემბერი. 2021. 19:43
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ლანა გალდავას მიმართავს, გამოაქვეყნოს თავისი დიპლომი და საზოგადოებას უთხრას, თუ რომელ ქვეყანაში აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი.
„მივმართავ ქალბატონ ლანა გალდავას, „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, დღეს რომ იბრძვის თითქოსდა რუსული ძალის წინააღმდეგ, სასწრაფოდ გამოაქვეყნოს თავისი დიპლომი და საზოგადოებას უთხრას, რომელი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და რომელ ქვეყანაში?!”, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ის გვერდზე.