logo_geo
eng_logo
ირაკლი წერეთელი: შოთა გორგოძე ბევრად ჯობდა შევარდნაძის დროიდან ყველა სხვა შს მინისტრს
- +

10 ნოემბერი. 2021. 19:46

 

“ძალიან დამწყდა გული ბატონ შოთას გარდაცვალების გამო. ახლოს ვიცნობდი, ეროვნულ მოძრაობის ზეობის ჟამს შესანიშნავი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. ურთულეს კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში, საბჭოთა ოკუპაცია ანექსიის პირობებში შევინარჩუნეთ საქართველოს მოცემული ტერიტორიული ერთიანობა, რაც ვერ მოახერხა ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა თვით საქართველოს დამოუკიდებლობის საყოველთაო მსოფლიო აღიარებისა და ცნობის ეპოქაში.

 

ეროვნულმა მოძრაობამ, შემდგომ ზვიად გამსახურდიამ და ეროვნულმა ხელისუფლებამ რუსეთის იმპერიას არ დაანებეს ერთი გოჯი ქართრული მიწაც კი, რაც შემდგომ დიდი ტერიტორიული ოდენობით დაკარგა ჯერ შევარდნაძემ და შემდეგ სააკაშვილმა.

 

შოთა გორგოძეს საქართველოს ეროვნულ–განმანთავისუფლებელ მოძრაობასთან ჰქონდა ღირსეული ურთიერთობა და კიდევ ვაცხადებ ჩვენ ერთად შევინარჩუნეთ იმჟამინდელი საქართველოს მთლიანობა თხემიდან ტერფამდე, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ შიდა ქართლის ჩათვლით.ამიტომ შოთა გორგოძე ბევრად ჯობია შევარდნაძის დროიდან მოყოლებულ უკლებლივ ყველა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

 

აცხოვნოს და განანათლოს მისი სული ღმერთმა!”.

 

პოსტი ირაკლი წერეთელმა სოციალურ ქსელში 2020 წელს გამოაქვეყნა.

 

https://akhalitaoba.ge/2020/03/irakli-tseretheli-shotha-gorgodze-bevrad-jobda-shevardnadzis-droidan-qhvela-skhva-shs-ministrs/?fbclid=IwAR3cQYkeMsw1as1SKMdtxRSjXVMkQc_Vg1Uu0k_cDco44cTgWGfqDd3LhEc

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner