logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, აშკარაა, რომ მას ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს
- +

10 ნოემბერი. 2021. 23:08

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მათი არც ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება. ასე გამოეხმაურა ის „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციის წევრების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ისინი საავადმყოფოსთან საპროტესტო აქციებს არ გამართავენ.

 

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი სიტყვის ნდობა არ შეიძლება. ისინი არიან თავიანთი ბუნებით მიდრეკილი არეულობისკენ, დესტრუქციისკენ. აქედან გამომდინარე, მათ სიტყვას რანაირად შეიძლება ვენდოთ? შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ერთი - ადამიანის უფლებების დაცვა და მეორე, ყველას უსაფრთხოების დაცვა. მათ შორის, წარმოიდგინეთ სამოქალაქო საავადმყოფო, სადაც დაცულობის ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი, ძალიან დაბალი. უფრო მეტიც, იქნება ეს თბილისში, გორში თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე, უსაფრთხოების ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი. ბუნებრივია, ამის საჭიროება და აუცილებლობა თუ არ არსებობს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია, რომ საავადმყოფოს პერსონალის, ექიმების, პაციენტების, სპეცრაზმის და ყველას უსაფრთხოებას შეექმნას ჭარბი პრობლემა. ეს არ უნდა იყოს დაშვებული ვიღაცის ახირების გამო. ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, აშკარად ჩანს, რომ მას ჯანმრთელობის არავითარი რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს. არ შიმშილობდა ეს კაცი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. აქედან გამომდინარე, თავი დაანებონ სპეკულაციებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner