logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მაცივრით შემოდის ქვეყანაში და ჩადის დანაშაულს არაჟნებთან ერთად, ქვეყნის იმიჯზე ამან უნდა მოახდინოს ცუდი გავლენა
- +

10 ნოემბერი. 2021. 23:19

 

 

„რა გავლენას მოახდენს ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთდა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოლო მცდელობები აქვს პატარა არეულობა მაინც შექმნან ქვეყანაში.

 

„ქვეყნის იმიჯზე მე მგონი ცუდი გავლენა უნდა მოახდინოს იმან, როდესაც ყოფილ პრეზიდენტად წოდებული პირი, მაცივრით შემოდის ქვეყანაში და ჩადის დანაშაულს არაჟნებთან ერთად. შემდეგ კი, ეს ადამიანი კადრულობს და შიმშილობს და არც შიმშილობს, ეს არის ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი. ამას წერტილი უნდა დაესვას, ამ ფეიკ შიმშილობასაც და მთელ შოუებსაც. უკვე ისტერიკაში არიან ჩავარდნილები, ხვალ იკრიბებიან რაღაც გაუგებარ ადგილას, ვაჟა ფშაველას ძეგლთან - თვითონ ვერ გაიგეს ოღონდ რატომ იკრიბებიან იქ. გუშინ აქციაც ვერ გამართეს და ა.შ. ეს არის მათი ბოლო მცდელობა, რომ პატარა არეულობა მაინც შექმნან ქვეყანაში“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner