logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სააკაშვილი თვითონ ამბობს - „ციხიდან როგორმე გამიყვანეთ და 10 დღეში დავამხობ ხელისუფლებას“. გაყვანა როგორ წარმოუდგენია?
- +

11 ნოემბერი. 2021. 00:24

 

 

„სააკაშვილი თვითონ ამბობს - „ციხიდან როგორმე გამიყვანეთ და 10 დღეში დავამხობ ხელისუფლებას“. გაყვანა როგორ წარმოუდგენია? პრეზიდენტმა თქვა, რომ არ შეიწყალებს. სტრასბურგში გასაჩივრებულია და იქ სასამართლო არ ჩქარობს განხილვას, ვინაიდან ხედავს, რომ ეს არ არის პრიორიტეტული საქმე, რამეთუ აქ არ ირღვევა რაიმე უფლება“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

„როგორ შეუძლია ხალხს მიშას გამოყვანა - შეჭრით, მანქანებით ალყაში მოქცევით, გამოხსნით... ბუნებრივია, ამას სჭირდება შესაბამისი ყურადღება. ამიტომ არის სწორი გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილი არ მიიყვანონ პროცესზე. არსებობს ალტერნატივა: ჩატარება დაწესებულების ტერიტორიაზე ან დისტანციურ რეჟიმზე. ორივე ვარიანტი საკმაოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. თუ მართლაც ისე მკაცრად შიმშილობს, როგორც ამბობენ, მაშინ თვითონ უნდა უფრთხილდებოდნენ მას - ასეთ დროს იმუნიტეტი უაღრესად სუსტდება და არათუ კორონავირუსი, ჩვეულებრივი გრიპიც კი ძალიან მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის. ნორვეგიის ან შვედეთის სასჯელაღსრულებაში, პოლიციაში, პროკურატურაში, ბავშვთა სახლებში დარღვევები რომ არ იყოს, მათ საერთოდ არ ეყოლებოდათ ომბუდსმენები, არადა ეს ინსტიტუტები იქ არის ყველაზე ავტორიტეტული. დარღვევები არის ყველგან, უბრალოდ ადამიანის უფლებებზე საუბარი არ უნდა ატარებდეს შერჩევით ხასიათს. არ უნდა იყოს ისე, რომ სააკაშვილი არის ნომერ პირველი პატიმარი, სხვებს კი არ უნდა მივაქციოთ ყურადღება საერთოდ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner