პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ფარულ კენჭისრაში პარლამენტის 9 წევრმა მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე - უჭერთ თუ არა მხარს გვენეტაძის კანდიდატურის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას, კენჭისყრაში მონაწილე 8 დეპუტატმა დადებითი პასუხი გასცა. შესაბამისად, წინააღმდეგი კომიტეტის მხოლოდ 1 წევრი წავიდა.