logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“ - ეს არის ვანო მერაბიშვილის სიტყვები, რომელიც მან 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის დაგეგმვისას თქვა
- +

11 ნოემბერი. 2021. 00:56

 

 

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 7 ნოემბერს მიტინგის დარბევის დაგეგმვისას ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ „საქართველოში ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“. ამის შესახებ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„2007 წლის 2 ნოემბერს იყო ძალიან დიდი მიტინგი და ასეთი დიდი შეკრება „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პირველად იყო. 4 ნოემბერს მე მივდიოდი ვილნიუსში, UNICEF-ის ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ამიტომ ეჭვიც კი მქონდა და ვფიქრობდი, ხომ არ სჯობს დარჩენა, მაგრამ ვიზიტის გადადებაც უხერხული იყო. 2 ნოემბერს ყველაფერმა გაიარა მშვიდობიანად, ათობით ათასი კაცი იყო შეკრებილი, 3-სა და 4-ში დავრწმუნდი, რომ არაფერი წინ არ უდგას წასვლას. გაფრენის წინ დამირეკა ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც მაშინ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო და შეხვედრა მთხოვა. მან მომიყვა, რომ ძალიან ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა გუბერნატორებთან, იქ იყო ზურაბ ადეიშვილიც, დათა ახალაიაც, რომელიც მაშინ ფორმალურად უმუშევარი იყო, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილიც და კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილიც. საუბარი იყო იმაზე, რომ მიტინგის ყველა მონაწილის ფოტოები არსებობს და ახლა უნდა დაიწყოს ინდივიდუალური ანგარიშსწორება - რაიონებიდან ჩამოსულებს იქვე რეგიონებში მივაკითხავთ; ვისაც ბიზნესი აქვს, კეზერაშვილი მოუვლის; დანარჩენებს დათა ახალაია და სპეცრაზმი. „საქართველოში ნაცემი ადამიანი არის ფარჩაკი და ფარჩაკს საქართველოში პატივს არ სცემენ“ - ეს არის ვანო მერაბიშვილის სიტყვები. მე დავურეკე მაია ქურციკიძეს და ვუთხარი, რომ ვერ მივდიოდი ვილნიუსში. მეორე დღიდან დაიწყო ამ გეგმის დეტალური შესრულება. გაფრთხილებული მყავდა ყველა თანამშრომელი, რომ ახლა ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და აღვწეროთ ყველაფერი. ამის უზარმაზარი არქივი არსებობდა, რომელიც უბრალოდ ჩამოწერეს და გაანადგურეს, როგორც უვარგისი მასალები. სხვათა შორის, „იმედის“ ყველა თანამშრომელი, ჟურნალისტი, ოპერატორი, დარაჯი მყავს დაკითხული. როცა უკვე 7 ნოემბერი მოხდა და უამრავი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, 4 ნოემბერს დილით დაწერილი დოკუმენტი გადავეცი ყველას, მათ შორის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს და საქართველოში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელ პიტერ სემნების“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner