logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: ადვოკატებმა ვერ განმარტეს, რა მიზეზით ამბობდნენ უარს პროცესში სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობაზე, მათი მიზანი იყო პოლიტიკური სპეკულაცია
- +

11 ნოემბერი. 2021. 01:32

 

 

„ბოლო დღეებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან იქმნება ხელოვნური ისტერია, თითქოს სასამართლო პროცესები განგებ არ იმართება და ჩვენ გვეშინია მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის. ასეთ შეფასებებს აკეთებდნენ“, - ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„დღეს ვერ მოხდა ბადრაგირება და ჩვენ შევთავაზეთ, რომ სააკაშვილი დისტანციურად ჩართულიყო და მონაწილეობა მიეღო უშუალოდ პროცესში. თუ ადვოკატებს უნდოდათ, რომ სააკაშვილი ნამდვილად ჩართულიყო ამ პროცესში, მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა პოზიცია, მიემართა საზოგადოებისთვის. ამ ყველაფრის სრული შესაძლებლობა არსებობდა დისტანციური ჩართვით. ამ კუთხით არაფრით განსხვავდება, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში იჯდება თუ დისტანციურად ჩაერთვება, ტელევიზია აშუქებს პროცესს. მათ ვერ განმარტეს, რა მიზეზით ამბობდნენ უარს. უარგუმენტოდ და უსაფუძვლოდ განაცხადეს უარი ამ შესაძლებლობაზე. მათი განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ მათი მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულებაში მონაწილეობა პროცესუალურ ფარგლებში, მათი მიზანი იყო პოლიტიკური სპეკულაცია“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner