logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ!
- +

29 ივლისი. 2016. 22:05


მთავრობის მეთაურის განცხადებით მმართველი გუნდი  მომავალ ოთხ წელიწადში კიდევ უფრო მასშტაბურ საქმეებს წამოიწყებს.  


პრემიერმა მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას სიამაყით აღნიშნა მცხეთის უნიკალური ისტორიული ძეგლების დაბრუნება მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში და ეს ღირსშესანიშნავი ამბავი მოსახლეობას მიულოცა.



ჩვენ ყველამ ერთად, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ! დავასრულეთ ძალადობა და ერთად მოვიპოვეთ თავისუფლება! დღესაც ერთად, სწრაფი განვითარებით უნდა მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მშობლების თაობის, ჩვენი შვილების კეთილდღეობას! ამას სთავაზობს დღესქართული ოცნება" ჩვენს ხალხს! რეალური პოლიტიკით, რეალური ნაბიჯებით ჩვენ მივაღწევთ ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებას! ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვჭირდება. მჯერა, არჩევნებში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, როგორც დღეს უალტერნატივო ძალა, რომელსაც ქვეყნის სწორი გზით განვითარება შეუძლია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner